Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა - წნორში მომხდარზე საქმე აღიძრა

24 სექტემბერი, 2016 13:27

გუშინ გვიან ღამით წნორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა. პოლიციას კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა მიმართა, რომელიც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში წნორში სიღნაღის გამგებლის რწმუნებულს თამაზ მათეშვილს ადანაშაულებს. 

154-ე მუხლის მეორე ნაწილი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე. ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

როგორც გელა მთივლიშვილი ამბობს, ის წუხელ გვიან ღამით, წნორის ცენტრალურ გზაზე ძლიერი წვიმის მიუხედავად მიმდინარე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს იღებდა, რასაც რწმუნებულის უკმაყოფილება მოჰყვა. ხვალ წნორში პრემიერ-მინისტრის ვიზიტია დაგეგმილი. 

მთივლიშვილი მისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში სწორედ ადგილობრივ რწმუნებულს თამაზ მათეშვილს ადანაშაულებს და ამბობს, რომ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სულ ცოტა ხანში გავრცელდება. რაც შეეხება მათეშვილს, მან გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა. ამასთან განაცხადა, რომ აცნობიერებს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობას და ბოდიშს უხდის ჟურნალისტსა და საზოგადოებას. 

პოლიციას ჟურნალისტმა თავად მიმართა. მთივლიშვილის თქმით, ის უკვე დაკითხეს, თუმცა მისთვის უცნობია დაიკითხა თუ არა თამაზ მათეშვილი. 

ფოტო სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა. ავტორი: ნანა ბაგალიშვილი 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^