ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა და ფონდმა „ღია საზოგადოება - საქართველომ“ საქართველოში ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებები დაასახელა.
2016 წლის ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებების რაოდენობა, რომლებსაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აქვთ, 55-ს შეადგენს, მათ შორის არიან:
საქართველოს პარლამენტი; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქპატენტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და ა.შ.
ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა.
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ 12 უწყებას გაეგზავნა 346 მოთხოვნა, რომელთაგან პასუხი არც ერთზე არ მიუღია. იუსტიციის სამინისტროს სისტემის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი 2016 წელს 2013 წელთან შედარებით 95,6%-ით გაუარესდა და 0% შეადგინა.
IDFI-ს მიერ გაგზავნილი საჯარო ინფორმაციის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს, აგრეთვე, შემდეგმა საჯარო დაწესებულებებმა: შემოსავლების სამსახურმა, ასპინძის გამგეობამ, ბოლნისის გამგეობამ, საგარაჯოს გამგეობამ, ყაზბეგის გამგეობამ, წალკის გამგეობამ, ხონის გამგეობამ, ბოლნისის საკრებულომ და ა.შ.