Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რეისი MH17 პრორუსი მეამბოხეების კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩამოაგდეს" - საერთაშორისო გამოძიება

28 სექტემბერი, 2016 17:26

საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს რეის MN17-ის ჩამოვარდნის საქმეს იძიებდა, სულ ცოტა ხნის წინ ანგარიში წარმოადგინა. გამოძიების შედეგების თანახმად, სამხედრო ტექნიკა Buk, რომლიდანაც გაისროლეს, უკრიანაში რუსეთიდან იყო შეტანილი. 

რეისი ჰოლანდიიდან კუალა ლუმპურის მიმართულებით სრულდებოდა. „ბოინგ 777“ რამდენიმე ნაწილად დაიშალა და ბორტზე მყოფი 298-ივე ადამიანი დაიღუპა. 

საერთაშორისო საგამოძიებო კომისია დაკომპლექტებულია გამომძიებლებისგან ნიდერლანდების, ავსტრალიის, ბელგიის, მალაიზიისა და უკრაინული მხარეების წარმომადგენლებისგან. მათი თქმით, ისინი რუსეთს ინციდენტთან კავშირში არ ადანაშაულებენ, თუმცა ამბობენ, რომ ტექნიკა უკრაინაში რუსეთიდან შევიდა. ამ აფეთქებასა და ტრანსპორტირებასთან კი 100-მდე ადამიანი იყო დაკავშირებული. რაც შეეხება რაკეტის გასროლის ადგილს, გამომძიებლების თქმით ეს სოფელ პერვომაისკის მიმდებარე ტერიტორიაა. 

გამომძიებლები ამბობენ, რომ კითხვა იმის შესახებ, თუ ვინ გასცა აფეთქების ბრძანება, კვლავ პასუხგაუცემელია და დამატებით გამოძიებას საჭიროებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^