Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა: აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად ინიშნება ტექნიკური ექსპერტიზა

28 სექტემბერი, 2016 17:36

მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს 26  სექტემბრის აუდიოჩანაწერზე. მათი თქმით, პროკურატურა უკვე მუშაობს სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობაზე, რომელიც გაიგზავნება შესაბამის ქვეყნებში, ინიშნება ტექნიკური ექსპერტიზა, რათა გაირკვეს აუდიოჩანაწერის ავთენტურობა. 

„მთავარი პროკურატურა უკვე მუშაობს სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობაზე, რომელიც გაიგზავნება შესაბამის ქვეყნებში. ამასთან გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად გამოძიების ამ ეტაპზე ინიშნება ტექნიკური ექსპერტიზები, რათა გაირკვეს აუდიოჩანაწერში არსებული ხმები ეკუთვნით თუ არა მიხეილ სააკაშვილს, აკაკი მინაშვილს, ნუგზარ წიკლაურს, გიგი წერეთელს, პეტრე ცისკარიშვილს, აკაკი ბობოხიძეს და ირმა ნადირაშვილს. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, თუ საიდან, როგორ და ვინ მოიპოვა ხსენებული მასალა და ვინ განათავსა ვიდეოპორტალ youtube.com-ზე“.- განუცხადა „ლიბერალს“ პროკურატურის პრესსამსახურმა.

სოციალურ ქსელ Youtube-ზე 26 სექტემბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელზეც მითითებულია, რომ ეს მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის საუბარია. 

აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ და არჩევნების შემდგომ მოვლენების განვითარების ვარიანტებზე მსჯელობენ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^