Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისში გარემოს დაბინძურების კვლევას მოძრავი ლაბორატორიებით განახორციელებენ

28 სექტემბერი, 2016 18:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს სპეცილისტები ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივებისა და ხმაურის მონიტორინგს, ასევე მათ შესაბამისობას ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან უკვე მოძრავი ექსპრესლაბორატორიის საშუალებით განახორციელებენ.

სააგენტოში ამბობენ, რომ ექსპრესლაბორატორია აღჭურვილია უახლესი აპარატურით და ხელსაწყოებით.

„სააგენტოს სპეციალისტები თბილისის სხვადასხვა წერტილში გარემოს დაბინძურების კვლევებს ახალი ლაბორატორიის საშუალებით განახორციელებენ. სააგენტოს სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდებიან და სამუშაოებს თბილისის 50-მდე წერტილში აწარმოებენ.  სპეციალისტების მიერ ჩატარებული ანალიზები და კვლევა საშუალებას მისცემს სააგენტოს, ზუსტი ინფორმაცია მიიღოს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და მისი გამომწვევი მიზეზები განსაზღვროს",  - აცხადებენ სააგენტოში.

ექსპრესლაბორატორიული კვლევა მომავალში რეგიონებსაც მოიცავს.
უახლოესი 5 დღის განრიგი:

28 სექტემბერი 
• აეროპორტის დასახლება
• ისთ პოინტთან
•მეტრო სადგური 300 არაგველი
• მეტრო სადგურ „ვარკეთილთან“
• მოსკოვის გამზირი

29 სექტემბერი 
• ფონიჭალის დასახლება
• მეტროს სადგურ „300 არაგველთან“
• მეტროს სადგურ „ავლაბართან“
• ორთაჭალის ავტოსადგური
• აბანოთუბანი
• ლეღვთახევი

30 სექტემბერი

• პარლამენტის შენობასთან
• 51-ე სკოლასთან
• კოსტავას ქუჩა
• ვაჟა-ფშაველას გამზირი
• გამსახურდიას გამზირი
• არაყიშვილის ქუჩა
• მდ.ვერე

1 ოქტომბერი 
• ნუცუბიძის პლატო
• ვაშლიჯვარი
• დიდი დიღომი
• ავტოსადგურ „ოკრიბასთან“
• დიღმის მასივი

2 ოქტომბერი 
• მეტროს სადგურ „მარჯანიშვილთან“
• მეტროს სადგურ „სადგურის მოედანთან“
• მეტროს სადგურ „ნაძალადევთან“
• მეტროს სადგურ „სარაჯიშვილთან“
• მეტროს სადგურ „ახმეტელთან“
• მდ.გლდანისხევი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^