Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი ვაშაძე პაატა ბურჭულაძესთან ბლოკში რჩება

28 სექტემბერი, 2016 18:07

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ბლოკში რჩება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. მან ბრიფინგამდე შეხვედრა გამართა პაატა ბურჭულაძესთან.

„ჩემთვის ბევრი საკითხი მოულოდნელი იყო. მჭირდებოდა სხვადასხვა თემის გავლა, საუბარი ბლოკში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ჩემთვის ერთი რამ არის მთავარი - დღეს ვარ აქ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ძალა, რომელიც იბრძვის გამარჯვებისთვის.

ვფიქრობ, გუნდს, რომელიც შეკრულია ჩვენს გაერთიანებაში, კონკრეტული გეგმა, ხედვა და სტრატეგია აქვს, თუ როგორ განვითარდეს ქვეყანა. დღის განმავლობაში გვქონდა საუბარი ამ თემებზე და მივიღე გადაწყვეტილება ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას საარჩევნო ბლოკის სახით ამ არჩევნებში და ვაპირებთ, რომ ძალიან მაგარი შედეგი დავდოთ”, - აღნიშნა ვაშაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^