Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით ნარმანია: ტროტუარებზე პარკინგის ადგილებს ეტაპობრივად ვაუქმებთ

29 სექტემბერი, 2016 11:59

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ტროტუარებზე პარკირების ადგილები ეტაპობრივად გაუქმდება. 

„იქ, სადაც შესაძლებელი იყო პარკირების მოხსნა და მისი სხვაგან გადატანა, ასეც გავაკეთეთ. თუცა ჯერ კიდევ რჩება 1000-მდე ადგილი, სადაც ტროტუარზე პარკირება ხდება. ძირითადი კონცენტრირება გვაქვს ჭავჭავაძეზე და ასე იქნება იქამდე, ვიდრე არ გამოჩნდება დაინტერესებული ინვესტორი, რომელიც მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობაზე იფიქრებს. 5 ადგილი უკვე გამზადებული გვაქვს და ხუთიც მზადდება დამატებით მრავალსართულიანი პარკინგის ასაშენებლად, რომელიც ვაკე-საბურთალოს და ვერას მოემსახურება, რათა აქ უფრო კომფორტული იყოს პარკირება. დროთა განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მრავალსართულიანი პარკინგები აშენდება, სრულად უნდა გაუქმდეს ტროტუარებზე პარკირება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით,  ვიწრო ტროტუარებზე თითქმის სრულად აღიკვეთა პარკინგის ზოლები, ხოლო იქ, სადაც შესაძლებელია, ფეხით მოსიარულეებიც გადაადგილდნენ და მანქანაც დადგეს, ჯერჯერობით პარკინგის ზონა დატოვებულია. თბილისის მერი ვარაუდობს, რომ დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც აშენდება მრავალსართულიანი პარკინგები, ტროტუარები სრულად გათავისუფლდება პარკირების ზონისგან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^