Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუმსიშვილი: იწყება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული საუკუნის პროექტი

29 სექტემბერი, 2016 12:24

მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულება მოიწონა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, აღნიშნული ხელშეკრულება 9 ფაზისგან შედგება და საბოლოო ჯამში 100 მილიონ ტონაზე გადის.

„ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება ძალიან დიდი პრეზენტაცია, სადაც დეტალურად გაგაცნობთ ხელშეკრულებას. დღეს კი მინდა საქართველოს მოსახლეობას მივულოცო - იწყება საუკუნის პროექტი. ეს არის პროექტი, რომელმაც, როგორც პრემიერმა ბრძანა, მთლიანად უნდა შეცვალოს გეოპოლიტიკა, მთლიანად უნდა შეცვალოს ლანდშაფტი ჩვენს რეგიონში და უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი გავაათმაგოთ“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^