Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კამპანიას აქციით დაასრულებს

29 სექტემბერი, 2016 12:53

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიას აქციით დაასრულებს. აქცია 5 ოქტომბერს, 16.00 საათზე, ვარდების რევოლუციის მოედანზე გაიმართება.  

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრი ნიკა მელია ამბობს, რომ აქცია იქნება მრავალათასიანი და ის მოიცავს როგორც „ვარდების რევოლუციის“ მოედანს, ასევე რუსთაველსა და „თავისუფლების მოედანს“. 

"ეს იქნება დასკვნითი კამპანიის შეხვედრა, სადაც უპრეცედენტოდ ხალხმრავალი აქცია გაიმართება, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს საქართველოს ყველა რეგიონიდან ეპატიჟება. აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერიას პარტია დღეს მიმართავს.  
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^