Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საჭიროა ოდორანტის ტრანსპორტირება - გაზის კომპანია მისამართების ჩამონათვალს ავრცელებს

29 სექტემბერი, 2016 13:26

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებით, გაზგამანაწილებელ სადგურებში ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში შესაძლოა, აღნიშნული ნივთიერების მკვეთრი სუნი დაფიქსირდეს. 

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე, საჭიროა ოდორანტის ტრანსპორტირება შესაბამის გაზგამანაწილებელ სადგურებში.

მათი თქმით, 30 სექტემბერს ოდორანტის ტრანსპორტირება მოხდება თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე ნავთლუღის გაზგამანაწილებელ სადგურში და გომარეთის (დმანისის რაიონი), მუხრანის (მცხეთის რაიონი), კასპისა (კასპის რაიონი) და აგარის (ქარელის რაიონი) გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებით. 

კომპანიის განცხადებით, ოდორანტის ტრანსპორტირება მოხდება დასავლეთ საქართველოშიც. კერძოდ, გაზგამანაწილებელი სადგურის - ლაითურისა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლაითური) და აჭარის გამზომი კვანძის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი გვარა) მიმართულებით.

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება გაზგამანაწილებელი სადგურების - აჯამეთის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი აჯამეთი), ზოვრეთის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოვრეთი), ზუგდიდის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ცაიში), ქვიშანჭალასა (აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელი მარანი) და სენაკის (სენაკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალსოფელი) მიმართულებებით. 

„აქედან გამომდინარე, შესაძლოა ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების მკვეთრი სუნი. თუმცა, ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის. სავარაუდო დისკომფორტის გამო, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას ბოდიშს უხდის“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^