Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მართლმადიდებელ ეკლესიას თბილისსა და ხაშურში მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადაეცა

29 სექტემბერი, 2016 14:26

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში  მიწის ორი ნაკვეთი.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ქონების ეროვნული სააგენტოში ამბობენ, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი ეკლესიას ხაშურში, თამარ მეფის N10 გადაეცა. მათი თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი 12 მოციქულის სახელობის ეკლესიის მშენებლობისთვისაა გათვალისწინებული.

რაც შეეხება მეორე მიწის ნაკვეთს, სააგენტოში აცხადებენ, რომ ის 970 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, პოლიტკოვსკაიას N30 მდებარეობს და მისი დანიშნულება ასევე ეკლესიის მშენებლობაა.

შესაბამისი განკარგულებების პროექტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. 

მთავრობის განკარგულების პროექტი ასევე ეხებოდა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მოძრავი ქონების
უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას, თუმცა ქონების ეროვნულ სააგენტოში არ დააკონკრეტეს, რა სახის მოძრავ ქონებაზეა საუბარი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^