Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერმა საბრძოლო მასალის აღმოჩენისთვის სამართალდამცველ უწყებებს მადლობა გადაუხადა

29 სექტემბერი, 2016 17:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, საბრძოლო მასალის აღმოჩენისათვის სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.
„ეს იყო კომპლექსური ოპერაცია, ძალიან წარმატებული. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა. იმიტომ, რომ მარტო ერთი უწყება არ იყო ჩართული”, - განაცხადა კვირიკაშვილმა
შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მთავარ პროკურატურასთან ერთად, საქართველოში სხვადასხვა ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია.
ნაპოვნია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^