Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართული ძალის" წევრებს რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდება აქვთ წაყენებული

30 სექტემბერი, 2016 11:56

ადვოკატ გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, რომელიც ორგანიზაცია „ქართული ძალის" წევრის, ნიკოლოზ ბურნაძის ინტერესებს იცავს, დაკავებულებს ხულიგნობასთან ერთად რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებაც აქვთ წაყენებული, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„მე მხოლოდ ერთ-ერთ ბრალდებულებს ვიცავ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, არანაირი მტკიცებულება, რომ მან ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული, რომელიც გადის გამოხატვის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების ფარგლებიდან, რეალურად არ არსებობს. დღეს მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების საკითხი იხილება. აღკვეთის საფუძველი, ჩემი ღრმა რწმენით, ნიკოლოზ ბურნაძის იმართ არ არსებობს. საქმეში არც ერთი ვიდეო ჩანაწერი არ დევს, თუმცა მიმართეს მაღაზიების მეპატრონეებს და ამოიღებენ. ერთ-ერთი ბრალდებული შუშის ჩატეხის ფაქტს აღიარებს. საუბარია ბანერზე. მივიჩნევ, რომ შეუსაბამო კვალიფიკაციაა მიცემული და სავსებით შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული წესით ყოფილიყო განხილული. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში მივაღწევთ იმას, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ  მოსამართლემ გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოიტანოს." - განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაციონალისტური მოძრაობა „ქართული ძალის" წევრების პროცესი მიმდინარეობს. იმ მიზეზით, რომ 11-მათგანიდან 7 არასრულწლოვანია, მოსამართლემ სხდომა დახურა.

28 სექტემბერს ნაციონალისტური ორგანიზაცია „ქართული ძალის" მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, შეხლა-შემოხლით და მსვლელობის მონაწილეთა დაკავებით დასრულდა. 

">http://

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^