რამდენიმე წუთის წინ რომის პაპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაესვა, მას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დახვდნენ
პარალელურად, აეროპორტის გზაზე სასულიერო პირებისა და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ აქცია მმდინარეობს ისინი რომის პაპის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები დგანან ლოზუნგით - „ვატიკანი სულიერი აგრესორია“. აქციაზე შეკრებილი სასულიერო პირები აცხადებენ: „რომელი მართლმადიდებელიც მესას დაესწრება, მისი სული წარიწყმინდება“. ასევე ფიქრობენ,, რომ პრეზიდენტმა პაპის მოწვევით პატრიარქი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.
„ლიბერალის“ კორესპონდენტის ცნობით, მათთან გავლისას რომის პაპმა ფრანცისკემ აქციის მონაწილეებს მანქანიდან ხელი დაუქნია.