Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სანდრო ბრეგაძის ჰომოფობიური საარჩევნო პლაკატის გამო WISG-მა ცესკოს მიმართა

04 ოქტომბერი, 2016 22:36

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" (WISG) „ქრათული იდეის" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატ სანდრო ბრეგაძის საარჩევნო პლაკატის გამო ცესკოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის თაობაზე მიმართა. 

პლაკატი, რომელზეც დატანილია წარზერა „არა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას", WISG-ის აზრით, არღვევს საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლში გაწერილ აკრძალვებს.

WISG-ის განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ალექსანდრე ბრეგაძის საარჩევნო პლაკატის ფოტოსურათები. პლაკატზე გამოსახულია თავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბავშვებთან ერთად და დატანილია წარწერა: ,,არა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას!!! ჩვენ შევაგროვეთ მილიონობით ხელმოწერა გარყვნილების ასაკრძალად. არ დავუშვებთ პარლამენტში ანტიქართული კანონების მიღებას. ტრადიციული საქართველოსთვის. შემოხაზეთ 18’’. პლაკატის მარჯვენა მხარეს გამოსახულია ლგბტ ადამიანთა მოძრაობის სიმბოლური დროშა, ე. წ. ცისარტყელას დროშა, რომელიც ორი შავი ხაზით არის გადახაზული.

,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფი’’ (WISG) მიიჩნევს,რომ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ალექსანდრე ბრეგაძის სარეკლამო პლაკატი არღვევს საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლში გაწერილ აკრძალვებს (საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას), რამეთუ შეიცავს ლგბტ ადამიანთა მიმართ საზოგადოებაში მტრული გარემოს შექმნის, მათ მიმართ ძალადობის წახალისების და დისკრიმინაციისკენ მოწოდების ნიშნებს. აღნიშნული პლაკატი მიზნად ისახავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ამომრჩეველთა მიმხრობას, მათ დაინტერესებას და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სთავაზობს ლგბტ ადამიანთა საწინააღმდეგოდ მკაცრი ზომების გატარებას, მათი თანასწორობის უფლების ხელყოფას. პოლიტიკური პარტიის მსგავსი გეგმები შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან და ადამიანის უფლებათა სამართალთან.

2016 წლის 4 ოქტომბერს WISG-მა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის თაობაზე, განცხადებით მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ორგანიზაციის დირექტორის, ნათია გვიანიშვილის განცხადებით, ,,ზემოაღნიშნული რეკლამა ხელს უწყობს იმ სტერეოტიპების გაძლიერებას, რომლებიც ხელს უშლიან ლგბტ ადამიანების სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეზე, რომელშიც ერთ-ერთი მომჩივანი თავად ვიყავი, „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ,,საზოგადოების უდიდესი ნაწილის უარყოფითი განწყობის გამო, ბევრი ლესბოსელი, ჰომოსექსუალი, ბისექსუალი, ტრანსსექსუალი და ინტერსექსუალი (ლგბტ) პირი შევიწროვებისა და დისკრიმინაციის შიშით იძულებულია დამალოს საკუთარი სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა, მათ შორის როგორც სამსახურში, ისე სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისას’’.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) პოლიტიკური გაერთიანება ,,თავისუფალი საქართველოს” მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული წინასაარჩევნო სარეკლამო ვიდეო რგოლში გამოყენებული მოწოდებების მიმართ, საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა დაადგინა. ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’’ იმედოვნებს, რომ ცესკო ასე მოიქცევა საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - ალექსანდრე ბრეგაძის სარეკლამო პლაკატის შემთხვევაშიც.

WISG მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს ქვეყანაში, რომ იმოქმედონ ქვეყანაში მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი საარჩევნო კამპანია აწარმოონ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინებით და არ მოახდინონ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მარგინალიზება" - ნათქვამია განცხადებაში. 

სანდრო ბრეგაძე კონსტიტუციაში ქორწინების ქალისა და მამაკაცის ერთობად განსაზღვრის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების ერთ-ერთი ინიციატორია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^