7 ოქტომბერს, გამთენიისას, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტის დილის ცვლაში მისულმა თანამშროლებმა გარდაცვლილი მეშახტე აღმოაჩინეს - ამის შესახებ ინფორმაციას სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე ავრცელებს.
მისივე წინასწარი ინფორმაციით, ვენტილაციის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, 51 წლის თემურ კაკაურიძე ნახშირორჟნგმა გაგუდა, რის შემდეგაც წაიქცა და ცხვირის და შუბლის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. როგორც პროფკავშრებთან საუბარში შახტის ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, მე-6 უბანზე მეთანისა და ნახშირორჟანგის დაგაზიანება იყო:
"ეხლა მთავარი ის არის, გაირკვეს, დაგაზიანების შესახებ ადმინსტრაციას ინფორმაცია ქონდა თუ არ ქონდა, და მეორეც, შეიძლება თუ არა ამ დროს შახტაში მარტო ჩასვლა.
საქართველოს პროფკავშირები მაქსიმალურად ეცდება ამ შემზარავი ფაქტის არცერთი დეტალი არ გახდეს დამალული და გასაჯაროვდეს, რათა პრევენციის შესაძლებლობები გაიზარდოს", - აღნიშნავს დოლაბერიძე.