ორთაჭალაში 32 წლის ტრანსგენდერ ქალს სცემეს - ამის შესახებ ინფორამციას "იმედი" ავრცელებს. როგორც ცნობილია, ტრანსგენდერ ქალს ორმა პირმა მძიმე ფიზიკური ტრავმები მიაყენა, დაზარალებული ამ წუთებში რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთვაზეა მიერთებული, მრავლობითი დაზიანება აქვს ყელის არეში და სახის ძვლები აქვს მოტეხილი.
როგორც "ლიბერალთან" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განაცხადა, გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.