Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„შუმბა ლენდი“ ცხოველთა ფორმის სანაგვე ყუთების აღებას არ გეგმავს

17 ოქტომბერი, 2016 14:28

„ფეისბუკზე“ მოქალაქეთა ნაწილი ახლად გახნილ პარკ „შუმბა ლენდში“ ცხოველის ფორმის სანაგვე ურნების დადგმას აპროტესტებს. სხვადასხვა ცხოველის ფორმის ურნაში ნაგვის ჩაყრა „პირიდან“ არის შესაძლებელი.  
ცხოველთა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე თინა ჭავჭანიძე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის სანაგვე ყუთები ცუდად აისახება ბავშვთა ცნობიერებაზე.  
„რატომ უნდა ჩავყაროთ ნაგავი ცოცხალ არსებაში, თუ ადამიანზე ეს გვწყინს, ეს ერთი საკითხია. მეორე მხრივ, ამით ბავშვს ვაფიქრებინებთ, რომ ეს დასაშვებია. რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ შეგვიძლია ცხოველს პირში ჩავაფერფლოთ? როგორ უნდა მოგივიდეს თავში აზრად, რაიმე ცოცხალი არსების პირში ნაგავი ჩააგდო, არ მესმის. ამ პროექტის შემსრულებელი ჯგუფის მხრიდან ეს არის სრული დისტანცირება გარემოსგან და ცოცხალი არსებებისგან. ყველა ქვეყანაში ურნას აქვს ნორმალური ფორმა და არა ცხოველის პირის“, - ამბობს თინა ჭავჭანიძე. 
„შუმბა ლენდის“ წარმომადგენელი სოფო მიქელაძე არ იზიარებს მოქალაქეთა პროტესტს და მათ „ნატა ფერაძის პროვოკატორულ ჯგუფს“ უწოდებს. 
„ეს არ არის მოქალაქეთა ნაწილი. ეს არის ნატა ფერაძის პროვოკატორული ჯგუფი. გახსნაზე ვხედავდი ნატა ფერაძეს, რომელიც მხოლოდ ნაგვის ყუთებს უღებდა ფოტოებს და ის არ აღუნიშნავს, რომ მანამდე იმ ადგილზე არაფერი არ იყო. ევროპის უამრავ ქვეყანაშია, მაგალითად, ამსტერდამში, სადაც ურნებს პირღია ადამიანების ფორმაც აქვს“, - ამბობს სოფო მიქელაძე  
„ქალბატონი ნატა ფერაძე როგორც მეტყველებს ტელევიზიაში, სჯობს, ეგ გააკონტროლოს...12-მდე რასაც აკეთებდა და რომ მოუწოდებს ყველას“, - ამბობს „შუმბა ლენდის“ წარმომადგენელი „პარტიზანული მებაღეობის“ წევრ ნატა ფერაძეზე 
სოფო მიქელაძის თქმით, ცხოველების ფორმის სანაგვე ურნები ბავშვებს მეტ მოტივაციას მისცემს, რომ ნაგავი ქუჩაში არ დაყარონ. 
„ეს სწორედ იმისთვის არის გაკეთებული, რომ ნაგავი ქუჩაში არ დაყარონ და ესაყვარლოთ ეს ნაგვის ყუთი. არის სპეციალურად დაბალი, რომ მარტივად გამოიყენონ და ჩააგდონ ნაგავი. პირიქით, ამით ვასწავლით კულტურას ბავშვებს და არა იმას, რომ ნაგვით უნდა გამოუტენონ პირი. ეს სხვა პრობლემაა, ოჯახში გაუზრდელობის და უკულტურობის. ასეთი ბავშვები, რომლებიც აზიანებენ ცხოველებს, ეს არის უსიყვარულობის და გარემოს შედეგი, რაშიც იზრდებიან და არა იმისი, რომ ნაგვის ყუთი გავლენას იქონიებს ამაზე“, - ამბობს სოფო მიქელაძე 
„შუმბა ლენდი“ შპს „ვაკის პარკმა“ თბილისის მერიის ხელშეწყობით 14 ოქტომბერს გახნა. მერიის ინფორმაციით, საბავშო ქალაქის კეთილმოწყობისათვის 4 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^