Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ არის მუშა, რომელიც მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა

20 ოქტომბერი, 2016 15:37

ამ მომენტში პოლიტკოვსკაიას N57-ში სამუშაო პროცესი ჩვეულებისამებრ მიმდინარეობს, რამდენიმე მუშა მეტალოპლასტმასის მასალას უკვე აშენებულ სართულებზე ეზიდება.  ჩვენს მანქანაზე დამაგრებული წარწერის - „პრესა“ -  დანახვაზე ლაპარაკს წყვეტენ. შეკითხვებზე პასუხს თავს არიდებენ, ამბობენ, რომ გარდაცვლილს არ იცნობდნენ.

ძუნწად, მაგრამ მაინც შეკითხვებს მხოლოდ ერთი ჭაღარა მუშა პასუხობს, ამბობს, რომ დაღუპულს თემური ერქვა, 26 წლის იყო,  ცოლი რამდენიმე დღის წინ შეირთო. „არაჩვეულებრივი ბიჭი, პატიოსანი, არ სვამდა, არ ეწეოდა, ზრდილობიანი, მორიდებული“.

26 წლის მუშა თემურ გურგენაშვილი,  რომელიც მშენებარე კორპუსიდან ჩამოვარდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. მან სიცოხლე რეანიმაციულ განყოფილებაში დაასრულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს  წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.  

სახლს პოლიტკოვსკაიას 57-ში შპს „სოლო დეველოპმენტი“ აშენებს, შპს-ს100% წილის მფლობელია კახაბერ მანჯავიძე.

კომპანია  2015 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა. მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ამ ეტაპზე მხოლოდ პოლიტკოვსკაიას 57-ში აშენებს

„ლიბერალი“ კომპანიის დირექტორს, გიორგი აფციაურს ესაუბრა. აფციაური ამბობს, რომ  კომპანია დაღუპული მუშის ოჯახის მიმართ ვალდებულებას გრძნობს, თუმცა  შეკითხვებზე - რატომ მოხდა შემთხვევა, ჩამოვარდნის მიზეზი  იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობა და ა.შ. - არ გვიპასუხა, გვითხრა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა და მოგვიანებით  დარეკვა გვთხოვა.

პროფესიული კავშირების მონაცემებით, 2016 წელს 9 თვის განმავლობაში 25 ადამიანი საწარმო ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს რიცხვი წინა წლებთან შედარებით არ შემცირებულა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^