Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენის განცხადება - სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას დასაქმებული ადამიანების სიცოცხლე

20 ოქტომბერი, 2016 21:06

სახალხო დამცველი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. "ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ.

"სრულიად შემაშფოთებელია არსებული რეალობა, როდესაც დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილებზე დაშავება და გარდაცვალება ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილად არის ქცეული. გუშინ და დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია მშენებლობაზე დასაქმებული ორი პირის გარდაცვალების შესახებ. მანამდე, 11 ოქტომბერს სახალხო დამცველი გამოეხმაურა ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში მაღაროელის დაღუპვას.

შსს–ს ინფორმაციით, 2015 წელს სამუშაო ადგილზე დაშავდა და გარდაიცვალა 123 ადამიანი. აღნიშნული ვითარება მიუთითებს, რომ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების დაუცველობა უმწვავესი პრობლემაა და სულ მცირე, 2–3 დღეში ერთხელ დგება შემთხვევები, როდესაც სამუშაო ადგილებზე დასაქმებული პირები ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს იღებენ ან იღუპებიან. ფაქტების მხოლოდ უკიდურესად მცირე რიცხვი ხვდება მედიისა და შესაბამისად, საზოგადოების თვალთახედვის არეში.

ცალსახად უნდა ითქვას, რომ სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევები სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროში ექცევა, ვინაიდან ამ დრომდე არ არის მიღებული შრომის უსაფრთხოების თანამედროვე და მკაფიო სტანდარტები, არ არის შექმნილი შრომის ინსპექცია, რომელიც გააკონტროლებდა მათ შესრულებას პრაქტიკაში. საქართველოს სახალხო დამცველი უკვე არა ერთი წელია ითხოვს შრომის ინსპექციის შექმნას, თუმცა აღნიშნული რეკომენდაცია ამ დრომდე შეუსრულებელია. სახელმწიფო პრაქტიკულად ელის ადამიანების დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევებს, რის შემდეგაც რეაგირებს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში. დაწყებული გამოძიება ყოველთვის არ სრულდება სათანადო შედეგებით. მაგალითად, 2015 წელს მომხდარ ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 108 შემთხვევაში დაიწყო, ხოლო 42 შემთხვევაში დაწყებული გამოძიება მოკლე პერიოდშივე შეწყდა. შეწყვეტილი გამოძიებების რიცხვი დღეის მდგომარეობით შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს, ვინაიდან აღნიშნული შემთხვევების დადგომიდან უფრო მეტი დროა გასული. სახელმწიფოს მხრიდან სისხლის სამართლის წესით რეაგირება, რომელიც ეფექტური არ არის, ვერ ჩაითვლება საკმარის ბერკეტად სამომავლო შემთხვევების თავიდან აცილებისათვის. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას დასაქმებული ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და დაუყოვნებლივ შექმნას მინიმალური მექაზმები ამის უზრუნველსაყოფად, შრომის ინსპექციისა და შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების სახით."

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^