Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები დამკვირვებელთა ხელშეშლაზე სამართალდამცავების მხრიდან რეაგირებას მოითხოვენ

21 ოქტომბერი, 2016 14:45

არასამთავრობო ორგანიზაციები  დამკვირვებელთა ხელშეშლის ფაქტებზე სამართალდამცავებს რეაგირებას სთხოვენ. მათი თქმით,  დამკვირვებლებზე ხელისშეშლის ფაქტები გამოვლინდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიმართ.  

NGO-ები ასევე მოუწოდებენ ცესკოს, მიიღონ  ზომები საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ხელი შეუშალეს დამკვირვებლებს საარჩევნო პროცესში. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ საარჩევნო კომისიის წევრთა არაპორფესიონალიზმზე, რის გამოც მოხდა ბევრი დარღვევა.

 „სადამკვირვებლო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს, დამკვირვებელთა ხელის შეშლისა და მათთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების თაობაზე. მოვუწოდებთ შეაბამის ორგანოებს, დროულად მოახდინონ რეაგირება და ეფექტურად წარმართონგამოძიება ძალადობრივ ინციდენტებში მონაწილე პირთა დასადგენად“- ნათქვამია განცხადებაში.

„სადამკვირვებლო ორგანიზაციების მუშაობა და უსაფრთხოება არის ინდიკატორი, როგორ ტარდება არჩევნები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია განმეორებით არჩევნებზე, მეორე ტურზე და ყველა სხვა არჩვნებზე შესაბამისმა უწყებებმა მიიღოს მაქსიმალური ზომები, რათა დამკვირვებლებმა უსაფრთხო პირობებში იმუშაონ“.- განაცხადა  ანა ნაცვლიშვილმა.

საერთო განცხადებას ავრცელებენ ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებათა ცენტრი;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

საზოგადოებრივი დამცველი;

„მრავალეროვანი საქართველო“;

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი;

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^