Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხვალ მარნეულისა და ზუგდიდის რაიონის რამდენიმე უბანზე განმეორებითი არჩევნები გაიმართება

21 ოქტომბერი, 2016 17:58

ხვალ ზუგდიდის რაიონის 79-ე,108-ე (ჯიხაშკარი) და 38-ე (განმუხური) საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა განმეორებით გაიმართება.

განმეორებითი არჩევნები გაიმართება,ასევე, მარნეულში, 36-ე ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე.

ზუგდიდის რაიონში „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა 10 254 ხმა მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების" კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ  - 10 626.

მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, აკმამედ იმამკულიევმა 9 645 ხმა მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა - 8 738.

რაც შეეხება, ამომრჩეველთა რაოდენობას - ზუგდიდის 38-ე უბანში 1145 ამომრჩეველია რეგისტირებული, ზუგდიდის 79-ე უბანში - 925 და ზუგდიდის 108-ე უბანში - 774, მარნეულის 48-ე უბანზე კი - 1436 ამომრჩეველი. 

8 ოქტომბერს ჯიხაშკარში ორივე საარჩევნო უბანი არჩევნების ღამეს დაარბიეს.

შსს-ს ცნობით, სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში პირთა ჯგუფი 79-ე საარჩევნო უბანზე შეიჭრა. მათ საარჩევნო ყუთი გატეხეს, მინები ჩაამსხვრიეს, ინვენტარი დააზიანეს და დამკვირვებლების კუთვნილი მობილური ტელეფონები გაიტაცეს. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ს 162-ე პრიმა (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) და 163-ე მუხლებით (საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა) დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 2 პირი.

რაც შეეხება მარნეულს, 14 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლომ ინციდენტში ბრალდებულ ექვსივე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^