Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

21 ოქტომბერი, 2016 18:49

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჯარისკაცის დაღუპვის გამო, მწუხარებას გამოთქვამს. „მწუხარებას გამოვთქვამ სოფელ ბოდბის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო ავტომობილის ავტოკატასტროფის გამო. ამ უმძიმეს წუთებში ვიზიარებ გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. დაშავებულ სამხედრობს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სოფელ ბოდბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამხედრო ავტომანქანის ავტოავარიის შედეგად, ჯარისკაცი გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყების კუთვნილ, „კამაზის” მარკის ავტომანქანაში 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა. დაღუპულია ერთი სამხედრო მოსამსახურე, დანარჩენები კი მსუბუქი დაზიანებებით დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯარისკაცებით სავსე სამხედრო მანქანის გადაბრუნების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^