Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩერნოვეცკის ფონდმა ქობულეთში ორი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი გახსნა

21 ოქტომბერი, 2016 19:11

უკრაინელი ბიზნესმენის, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა „სოციალურმა პარტნიორობამ“ ქობულეთში ორი მცირე საოჯახი ტიპის ბავშვთა სახლი გახსნა და ჯანდაცვის სამინისტროსგან ლიცენზია მიიღო. ინფორმაციას  ფონდი ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თითო საოჯახის ტიპის სახლში 10 ბავშვი ცხოვრობს.  

ბავშვები, ძირითადად, აჭარის მაღლმთიან რაიონიდან, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან არიან. 

ამავე ფონდმა ორი წლის წინ (2014 წლის 23 ნოემბერს) ქობულეთში გახსნა ბავშვთა პანსიონი, სადაც ერთდროულად 20 ბავშვი ცხოვრობდა. მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფონდის მიერ პანსიონის საქმიანობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა  ბავშვზე ზრუნვის სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკას. 
ჯანდაცვის სამინისტრომ 2014 წელს ფონდის მესვეურებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მოექციათ საქმიანობა კანონმდებლობის ფარგლებში. 
2015 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნით, სასამართლომ ფონდი არალიცენზირებული საქმიანობისთვის 3000 ლარით დააჯარიმა.  რის შემდეგაც ფონდმა საქმიანობა შეაჩერა, თუმცა როგორც მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, ლიცენზირების გავლის მერე ფონდმა საქმიანობა გააგრძელა. 
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით,  სააღმზრდელო დაწესებულებები, რომლებიც ზრუნავენ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე, ვალდებულები არიან, გაიარონ ლიცენზია, რომელიც  სახელმწიფოს მიერ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დაცვით საქმიანობის წარმართვას გულისხმობს.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^