Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცესკო: თელავის საუბნო კომისიების 12 წევრის მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა

24 ოქტომბერი, 2016 0:40

საარჩევნო ადმინისტრაციამ, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეომასალებთან დაკავშირებით, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებს ეხება, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოახდინა.

„თელავში, საუბნო საარჩევნო კომისიის რამდენიმე წევრის პარტიულ წარმომადგენლობაში ყოფნა მიჩნეულ იქნა წინასაარჩევნო აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობად. რის გამოც, თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საუბნო საარჩევნო კომისიების 12 წევრის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა (რაც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს). ოქმები შემდგომი რეაგირებისთვის 21 ოქტომბერს თელავის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

ამასთან, ხელვაჩაურის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების „ქართული ოცნების“ შტაბში ყოფნის საკითხი შეისწავლა შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიამ; შედეგად, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული ორი წევრი (რომლებიც  საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები იყვნენ) მეორე ტურებისთვის აღარ იქნებიან კომისიების შემადგენლობაში; მათ ვადამდე შეუწყდათ უფლებამოსილება; ხოლო პარტიის მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ წევრს შეეფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გაფრთხილების სახით.

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საჩივრის განხილვის შედეგად, №68.81.46 ხალას საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „უსუფაშვილი-რესპუბლიკელების“ და „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლების მიმართ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა (რაც 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს)  და შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოს გადაუგზავნა.

ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის გამო, რაც გავრცელებულ ვიდეომასალებშიც იკვეთება, ამავე საარჩევნო უბანზე „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ დანიშნული წევრის (შ.დავითაძე) ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ სასამართლოს მიმართა.  აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილება, ასევე ვადამდე შეწყვეტილი აქვს ამავე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს ფაქტებზე კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში ყოველთვის მოახდენს შესაბამის რეაგირებას", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^