Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა შანსები აქვს „ქართული ოცნების“ კანდიდატს მარნეულის 36-ე ოლქში

24 ოქტომბერი, 2016 13:52

22 ოქტომბერს მარნეულში 36-ე ოლქში, 48-ე უბანზე განმეორებითი არჩევნები ჩატარდა. არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარს 951 ხმით მოუგო. 48.11% (10026 ხმა) ახმედ იმამკულიევი; 43.43% (9051 ხმა) თამაზ ნავერიანი.

საგულისხმოა, რომ მარნეულის 36 ოლქი პროპორციულ ნაწილშიც  „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო. ენმ-მ ხმების 47.41% მიიღო (9446), „ქართულმა ოცნებამ“ - 41.26% (8221 ხმა).

ამ მოცემულობის მიუხედავად, შაბათს, 22 ოქტომბერს, განმეორებით არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდასაჭერად ჩასული პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ მათი კანდიდატი მეორე ტურს მოიგებს და ამაში სრულად იყვნენ დარწმუნებული.

რას ეფუძნება „ქართული ოცნების“ მოლოდინი იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ ენმ-მ როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ ნაწილში 36-ე ოლქში ხმათა უმრავლესობა მიიღო - ეს კითხვა „ლიბერალმა“ „ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს და 36-ე ოლქის შტაბის უფროსს მამუკა მდინარაძეს დაუსვა.

მდინარაძის თქმით, მეორე ტურამდე დარჩენილ დროში მათ კანდიდატს აქვს საშუალება და დრო, დაარწმუნოს მოსახლეობა, რომ მხარი მას დაუჭირონ.

„ნავერიანს ექნება გაცილებით მეტი სტიმული, როცა ნახა, რომ რიგ შემთხვევებში მისი ხმა ნაკლები იყო, ვიდრე მისი მოწინააღდეგის. ამ დღეების განმავლობაში შესაძლებლობა ექნება, მისი სათქმელი მიტანოს საზოგადოებამდე.  საზოგადოება ხმას მისცემს იმ კანდიდატს, რომელიც განვითარების კეთილდღეობის გაცილებით მეტ პერსპექტივას შესთავაზებს ამომრჩეველს. სწორედ ეს გარემოებებია  ჩემი ოპტიმისტური განცხადებების საფუძველი“, - განუცხადა „ლიბერალს“ მამუკა მდინარაძემ.

თამაზ ნავერიანიც „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მსგავსად დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს.

„1000 ხმიანი უპირატესობა ჩემთვის პრობლემაა არაა. ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურს. რატო დასრულდა პირველი ტური ამ შედეგით ამას გავაანალიზებთ და მეორე ტურის გამართვის შემდეგ ვიტყვი“, - განუცხადა „ლიბერალს“ თამაზ ნავერიანმა.

ენმ-ის კანდიდატი ახმედ იმამკულიევი სრულიად დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს და ამბობს, რომ დაშინების, შანტაჟის ფაქტების მიუხედავად, ქართული ოცნება ვერ შეძლებს მოსახლეობის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას, რადგან ის ეცდება ბოლომდე დაიცვას ხმები და სახელისუფლებო პარტიას არჩევნების შედეგების გაყალბების საშუალებას არ მისცემს.

„დადასტურდა, რომ მე მეტი მხარდაჭერა მაქვს,  ვიდრე „ქართული ოცნების“ კანდიდატს. მიუხედავად ზეწოლისა, დაშინებისა, სახელმწიფო რესურსის გამოყენებისა,  ვერ შეძლებენ უპირატესობის მოპოვებას. მეორე ტურში „ქართულ ოცნებას“ არანაირი შანსი არ აქვს.  ისინი მაინც ფიქრობ, რომ დაშინებით სახელმწიფო რესურსის გამოყენებით რამეს მიაღწევენ. მე არ მივცემ საშუალებას, გააყალბონ არჩევნები. ბატონ თამაზ ნავერიანს მეორე ტურში გამარჯვების მოპოვების შანსი არ აქვს. ერთადერთი შანსი არჩევნების უხეში გაყალბებაა იქნება“, - განუცხადა „ლიბერალს“ ახმედ იმამკულიევმა.

36-ე ოლქში 8 ოქტომბერს ამომრჩეველთა 44.58% მივიდა (21322 ადამიანი).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^