Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოჯახი წევრები გამორიცხავენ, რომ საწვრთნელ ბაზაზე მოკლულს იარაღი ჰქონოდა

24 ოქტომბერი, 2016 14:51

2016 წლის 23 ოქტომბერს წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრში შეჭრისას გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია. ის 1993 წელს ზუგდიდში დაბადებული გიორგი შენგელიაა. მისი ოჯახის წევრები გამორიცხავენ,  რომ გარდაცვლილს  იარაღი ჰქონოდა და თავდაცვის სამინისტროს ვერსიის არ სჯერათ. ოჯახის წევრების კომენტარს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს. „კრწანისის“ ეროვნულ საწვრთნელ ბაზასთან მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ გიორგი შენგელიას ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. 

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გარდაცვლილის ძმა გიორგი შენგელია კრწანისის ბაზაზე მსახურობდა და შესაძლებელია ისინი მეგობრის სანახავად იყვნენ მისული.

ასევე, გარდაცვლილ გიორგი შენგელიას ოჯახი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. 

თავდაცვის სამინისტრომ  მომხდართან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. 

„2016 წლის 23 ოქტომბერს წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის დაცვის ასეულის ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ავტოპარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა სადღეღამისო განაწესში. დაახლოებით 03:30 საათზე მან დასაცავ ტერიტორიაზე შენიშნა უცხო პირები, რომლებსაც სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, მაგრამ ბაზაზე უკანონოდ შეჭრილი პირები არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას და მის მიმართ განახორციელეს თავდასხმა. კერძოდ, ესროლეს ცეცხლმაქრი. მიუხედავად განხორციელებული თავდასხმისა, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. რამდენადაც თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის მქონე, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ.

შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში აღმოჩენილი იქნა უცნობი მამაკაცის გვამი, რომელიც ამ დროისთვის უკვე იდენტიფიცირებულია. 1993 წელს დაბადებული გ.შ.

ამ დროისთვის მუშაობა დანარჩენი ორი პირის დადგენაზე მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით საქმეს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას“ გულისხმობს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^