Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები: შრომის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკა დაუყოვნებლივ გადასახედია

24 ოქტომბერი, 2016 15:40

სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული კავშირების გაერთიანება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ისინი ამ შემთხვევების ეფექტური გამოძიების საჭიროების გარდა, დღის წესრიგში შრომის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის დაუყოვნებლივი გადახედვის აუცილებლობას აყენებენ

„საგანგაშოა საწარმოო შემთხვევების შედეგად, სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა და დაშავებულთა საერთო მაჩვენებელიც, რაც დასაქმებულთა უფლებების დარღვევის სისტემურ პრობლემაზე და სახელმწიფოს მიერ გატარებული შრომის პოლიტიკის არაეფექტურობაზე მიუთითებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით 2011-2015 წლებში საწარმოო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 212 და დაშავდა 691 დასაქმებული. 

2006 წლიდან გაცხადებულმა შრომის პოლიტიკამ, რაც დასაქმებულთა დაცვის მინიმალური სტანდარტებისაგან დაცლილი შრომის კანონმდებლობის შექმნასა და შრომითი უფლებების დაცვის მექანიზმის, შრომის ინსპექციის გაუქმებაში გამოიხატა, მძიმე გავლენა იქონია დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე. შრომის უფლების დაცვასთან დაკავშირებული ცხადი გამოწვევის საპასუხოდ, 2013 წლიდან რიგი რეფორმები გატარდა. კერძოდ, შრომის კოდექსში განხორციელდა არაერთი ცვლილება, რომლითაც კანონმდებლობაში გაჩნდა შრომის უფლების დამცავი მინიმალური სტანდარტები და შეიქმნა ცალკეული მექანიზმენი, მათ შორის, შრომის პორობების ინსპექტირების დეპარტამენტი.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ: 

სამართალდამცავ ორგანოებს:

  • უზრუნველყონ სამუშაო ადგილებზე, საწარმოო პროცესში, დასაქმებულთა სიცოცხლის მოსპობის შემთხვევების სწრაფი, ეფექტური გამოძიება და საზოგადოებას პროაქტიულად მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და მისი შედეგების შესახებ;

საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას:

  • შრომითი უფლების დარღვევების პრევენციისა და მათზე სათანადო რეაგირების მიზნით, დაუყოვნებლივ შეიქმნასშრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმი, რომელიც გაითვალისწინებს მისი ქმედითობის აუცილებელ ბერკეტებს, მათ შორის, სამუშაო ადგილებზე უპირობო დაშვების უფლებამოსილებას, შრომითი უფლებების სრული სპექტრის შემოწმების მანდატს, შრომის უფლებების დარღვევების პრევენციისა და მათი აღმოფხვრის ეფექტურ აღსრულებით მექანიზებსა და სათანადო ფინანსურ/ ადმინისტრაციულ რესურსებს.
  • საქართველომ მოახდინოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)#81, #129, #155, #C176 კონვენციებისა და ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლის რატიფიცირება, "- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საერთაშორისოგამჭვირვალობა – საქართველო, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^