Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თბილსერვის ჯგუფი“ 2017 წლიდან მიწისქვეშა ნაგვის კონტეინერების მოწყობას გეგმავს

24 ოქტომბერი, 2016 16:24

შპს „თბილსერვის ჯგუფი” თბილისში მიწისქვეშა კონტეინერების განთავსებას გეგმავს. მიწისქვეშა კონტეინერები მოცულობით არსებულ ურნებზე გაცილებით დიდი იქნება და მისი დაცლა 2-3 დღეში ერთხელ იქნება საჭირო. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველმა მოადგილემ, დავით დოლიძემ „ლიბერალთან“ საუბარში განაცხადა, რომ საჭირო თანხას ახალი კონტეინერების განსათავსებლად შემდეგი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ.   

„თუ პატარა ურნებს დღეში 1-2-ჯერ სჭირდება დაცლა, ის მოცულობით უფრო დიდი იქნება და 2-3 დღეში ერთხელ დასჭირდება დაცლა. ეს ევროპაში ყველგან არის აპრობირებული, მაგრამ ისეთ ადგილებშია კარგი, სადაც უფრო პარკინგის ან გაჩერების პრობლემაა, უფრო მეტი მანქანა მოძრაობს და ა.შ. ისეთ ადგილებში, სადაც ყოველ დღე ვერ მიდის მანქანა ურნების დასაცლელად“,  - ამბობს დავით დოლიძე. 

როგორც დავით დოლიძე ამბობს, ერთი კონტეინერის მოწყობის ფასი დაახლოებით 10-15 ათასი ევრო იქნება. მისივე თქმით, ჯერ უცნობია, რამდენ კონტეინერს მოაწყობენ. ნოემბრის ბოლოს კი საჭიროების მიხედვით ქალაქის რამდენიმე წერტილს შეარჩევენ.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 2007 წელს თბილისის მთავრობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიაა. კომპანია დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებასთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებზე, შადრევნებზე გამწვანებული ტერიტორიების ნაწილსა (პარკები, ბაღები) და გარე განათებაზეა პასუხისმგებელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^