Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გარდაცვლილის მამა: ტყვია გაქცევისას უკნიდან აქვს ნასროლი

24 ოქტომბერი, 2016 16:23

2016 წლის 23 ოქტომბერს წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრში  შეჭრისას დაღუპული გიორგი შენგელიას მამა „რუსთავი 2-თან“ აცხადებს, რომ მის შვილს იარაღი არასდროს ჰქონია. მისი თქმით, გარდაცვლილი 3 საათის შემდეგ იპოვეს. მას ტყვია უკნიდან  აქვს მოხვედრილი.

„გამოიძიონ სწორად, როგორც არის საჭირო. იარაღი ჩემს შვილს არასდროს არ ჰქონია, ყაჩაღი არასდროს ყოფილა, ნასამართლევი არ არის და ახლა თუ მეგობრის სანახავად მივიდნენ, ეს არ ვიცი. გაარკვევს, ალბათ, გამოძიება. მეორე შვილი მასთან ერთად თბილისში იყო წასული. ის იმ დროს მასთან ვერ იქნებოდა.

თუ სროლა იყო და კაცი მოკლეს, რატომ არ მოძებნეს. სამი საათი იქ რომ ეგდო და სისხლისგან დაიცალა ბიჭი და მერე რომ ნახეს, მანამდე სად იყვნენ, თუ სროლა იყო. ხომ ატყდა სროლა, ნაწილში განგაში ხომ უნდა ყოფილიყო. თუ ვიღაცა შემოგივარდა, ხომ უნდა მოძებნო. ტყვია უკანა მხარეს აქვს. კაცი გაქცევაზეა და ტყვიას რომ ესვრი, რა ჯიშის უნდა იყო.

ახლა „პულიმიოტი" ჰქონია გიგას და ესროლა, ალბათ. იარაღი ნანახი კი ექნებოდა, მაგრამ ეგ არ არსებობს“, - აცხადებს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა რომან შენგელია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^