Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 25 ნოემბერს გაიმართება

24 ოქტომბერი, 2016 16:56

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 25 ნოემბერს გაიმართება.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალოების შემსრულებელის ბახვა კვირიკაშვილის თქმით, ცვლილება შევიდა თსუ- სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო დებულებაში.

ფაკულტეტის დონეზე სტუდენტური თვითმმართველობა 20 დელეგატით კომპლექტდება. აქამდე, უნივერსიტეტის საფაკულტეტო საბჭოების წევრ სტუდენტებს ფაკულტეტზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობის 20 დელეგატი შიდა არჩევნების საფუძველზე ირჩევდა. აღნიშნული ცვლილების შედეგად კი შიდა არჩევნები აღარ გაიმართება, საფაკულტეტო საბჭოს წევრები არჩევნებზე მიღებული შედეგებით, ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტები გახდებიან. 

როგორც სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა „ლიბერალს“ უთხრა, აღნიშნული ცვლილება, ნებისმიერ სტუდენტსა თუ სტუდენტურ გაერთიანებას მისცემს შესაძლებლობას თანაბარ პირობებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენონ და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. 

„ეს ცვლილება ნებისმიერ სტუდენტსა თუ სტუდენტურ გაერთიანებას მისცემს საშუალებას, თანაბარ პირობებში შეეძლოთ საფაკულტეტო საბჭოებიში საკუთარი კანდიდატურების გაყვანა.სტუდენტურმა თვითმმართველობამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ ჩაატარა არცერთი ღონისძიება, რომელშიც გაიხარჯებოდა უნივერსიტეტის ფინანსები.იმიტომ რომ ყველა სტუდენტი იყოს თანაბარ პირობებში, დღეს უნივერსიტეტში ყველა სტუდენტი არის ერთიან სასტარტო პირობებში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წარმოადგინოს კონცეფცია, თუ როგორი სურს რომ გახდეს სტუდენტური ცხოვრება და მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში“,- ამბობს ბახვა კვირიკაშვილი.

საფაკულტეტო საბჭო ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა და ის ფაკულტეტის დონეზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს. მაგალითად, განსაზღვრავს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს, ირჩევს ფაკულტეტის დეკანს, შეიმუშავებს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს.

აღნიშნულ საბჭოებში შედიან ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, რომელთა რაოდენობაც არ შეიძლება საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები იყოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^