Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენმა „კრწანისის“ ცენტრში მომხდარი ფაქტის შესწავლა დაიწყო

25 ოქტომბერი, 2016 12:43

სახალხო დამცველის აპარატი “კრწანისის” ცენტრში უცხო პირების შეჭრის ფაქტის შესწავლას გეგმავს. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მას მომხდარის შესახებ ამ ეტაპზე კითხვები არ აქვს, თუმცა საქმესთან დაკავშირებულ მასალას საჯარო უწყებებიდან გამოითხოვს და შეისწავლის. 

„ჩვენ საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ აღნიშნული საქმის შესწავლა. ჩვენი წარმომადგენლები გუშინ იმყოფებოდნენ ადგილზე, გაესაუბრნენ იმ სავარაუდო მოწმეებს, მათ შორის, იმ პირებს, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ინციდენტში. იგულისხმება გუშაგები, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ საქმის შესწავლას, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ჯერ რაიმე გამოიკვეთა, რადგანაც გამოძიება მიმდინარეობს და უნდა დაველოდოთ გამოძიებას. 

მე ჯერ არ მიჩნდება კითხვები იქედან გამომდინარე, რომ შესაძლოა, მართლაც იყო გარკვეული საკითხი პრობლემური, ანუ ის ადამიანები რომ იყვნენ გადასული სამხედრო ტერიტორიაზე, ამას ადასტურებენ გუშაგები. თუმცა, იყო თუ არა ყველა პროცედურა დაცული, ამას შევისწავლით. რაც შეეხება საქმეს, საქმესთან დაკავშირებით მასალები არ გაგვაჩნია. შესაბამისად, რამდენად სწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება, ამაზე მოგვიანებით გვექნება რეაგირება“, - განაცხადა სახალხო დამცველმა. 

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრ ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირებმა სცადეს შეჭრა. ისინი არ დაემორჩილნენ განწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხნენ მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილი 1993 წელს დაბადებული, ზუგდიდელი გიორგი შენგელიაა. ეძებენ კიდევ ორ პირს, რომლებმაც გაქცვა მოახერხეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ შეუძლებელი იყო მას იარაღი ჰქონოდა. 

საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^