Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის შანსი TNS-თან სამართლებრივ დავაში

25 ოქტომბერი, 2016 13:20

„საერთაშორისო გამჭირველობა საქართველომ“ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კომპანია TNS-ს შორის ეგზითპოლის შესახებ დადებული ხელშეკრულება შეისწავლა. ხელშეკრულების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებით მაუწყებელი ეგზითპოლის შედეგების არჩევნების რეალურ შედეგებთან შეუსაბამობისგან დაცული არ იყო.  ასევე ბუნდოვანია, თუ რის საფუძველზე განიხილავს საზოგადოებრივი მაუწყებელი კომპანიასთვის ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების მიზეზით. ასევე სიახლეა ისიც, რომ ხელშეკრულება რეგულირდება ინგლისისა და უელსის კანონმდებლობით და მხარეები უნდა დაემორჩილნონ ინგლისის სასამართლო იურისდიქციას.  შესაბამისად, თუ საქმე სამართლებრივ დავამდე მივიდა, მაუწყებელს დავა დიდ ბრიტანეთში მოუწევს.

საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაჩნია, რომ კომპანიამ ხელშეკრულების გათვალისწინებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, რადგან ეგზითპოლის მონაცემები ხელშეკრულების გათვალისწინებულ 2%-ია ცდომილებას ასცდა. „გამჭირვალობა საქართველოსთან“ საუბრისას საბჭოს ხელმძღვანელმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ მაუწყებელი არ აპირებს კონტრაქტის გათვალისწინებული თანხას 76,339 აუნაზღაუროს კომპანიას. შესაბამისად, მაუწყებელი ამ მომენტისთვის ხელს არ აწერს მიღება-ჩაბარების აქტს. 

თუმცა როგორც TI-ის  განცხადებიდან ირკვევა TNS-ს მიაჩნია, რომ მან კონტრაქტის ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა და კონტრაქტში არსადაა საუბარი ეგზითპოლის შედეგების შესაბამისობაზე ცესკოს შედეგებთან.

TNS-თან გაფორმებული კონტრაქტის სტანდარტული ვადების და პირობების 6.7 მუხლის თანახმად, „კომპანია იძლევა გარანტიას, რომ კვლევები (გამოკითხვები და სხვა სამუშაოები იქნება დადგენილი ისე, რომ შეესაბამებოდეს: A) კვლევები (გამოკითხვები) უნდა ეფუძნებოდეს აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევა უზრუნველყოფს შედეგების 95% სანდოობას, ცდომილების მაჩვნებელი არაუმეტეს 2%. “

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ მიმოწერაში კანტარ ჯგუფის (TNS-ს მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია კანტარი ფლობს) უფროსმა დირექტორმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებაში საუბარი არ არის ეგზითპოლის შედეგების არჩევნების ოფიციალურ შედეგებთან შესაბამისობაზე:

 „ზემოთ მოყვანილი დებულებები დაკავშირებულია სანდოობის ინტერვალის სტატისტიკურ გამოთვლასთან, რომლის გათვალისწინებითაც უნდა გააანალიზდეს გამოკითხვის შედეგები. ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება კვლევის შესაბამისობას ოფიციალურ შედეგებთან. ეს სტანდარტული განმარტებაა, რომელიც შემთხვევითი შერჩევის გზით წარმოებული გამოკითხვებისას გამოიყენება.“ 

 მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოსაქვეყნებლად დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით შეწონილი მონაცემები მიეწოდა და ეგზითპოლების პროცესი მთლიანად მათი მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. საველე სამუშაოები კვლევითმა კომპანია „გორბმა“ შეასრულა.

„აღნიშნული პასუხიდან გამომდინარე, გაურკვეველია, თუ რატომ ჰქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელს განსხვავებული წარმოდგენა აღნიშნულ 2%-იან ცდომილებასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტმა რამდენიმე კვირით გადადო კონტრაქტზე ხელის მოწერა მისი დეტალურად შესწავლის მიზეზით. ასევე ბუნდოვანია, თუ რის საფუძველზე განიხილავს საზოგადოებრივი მაუწყებელი კომპანიასთვის ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობას ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების მიზეზით“. - ნათქვამია გამჭვირვალობის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^