Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი რეგულაცია სასკოლო წიგნებისთვის - თითო წიგნი 300 გრამს არ უნდა აღემატებოდეს

25 ოქტომბერი, 2016 16:35

ახალი სასწავლო წლის სიახლეთა შორის ერთ-ერთი სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული ცვლილება იყო. დამტკიცდა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა  1-4 კლასებისათვის, რომელიც 2017-2018 სასწავლო წლიდან დაინერგება.

ახალი სასკოლო სახელმძღვანელოები გრიფირების განახლებული წესის მიხედვით შეიქმნება. გრიფირების წესი სხვა რეგულაციებთან ერთად დაწყებითი კლასის სახელმძღვანელოების წონასთან მიმართებით რეგულაციების შემოღებასაც  ითვალისწინებს, რომელიც 2017 წლიდან დაინერგება. 

ამის შესახებ „ლიბერალს“ განათლების სამინისტროში გრიფირების სამმართველოს უფროსი ნანა კილასონია ესაუბრა.

მისი თქმით, ახალი რეგულაციების მიხედვით, რომლებსაც უკვე იცნობენ, გამომცემლები 1-3 კლასში თითო სახელმძღვანელო 300 გრამს არ უნდა აღემატებოდეს და მხოლოდ 10%-იანი მატებაა დასაშვები.

3-6 კლასის ჩათვლით თითოეული სახელმძღვანელო 400 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. აქაც დასაშვებია 10%-იანი მატება.

მისივე თქმით, წონასთან მიმართებით რეგულაციების შემოღება სასკოლო რვეულებთან მიმართებით არ განიხილება, რადგან მცირეა იმ საგნების ჩამონათვალი, სადაც კომპლექტში წიგნთან ერთად რვეულიც შევა.

მისივე თქმით, აღნიშნულ რეგულაციებზე მუშაობისას განათლების სამინისტრომ „დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის“ რეკომენდაციები გაითვალისწინა.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა“ სხვადასხვა დაავადების პრევენციისთვის სამინისტროს ურჩია, რომ სახელმძღვანელო დაიბეჭდოს სპეციალურ ქაღალდზე და თითო წიგნი არ უნდა აღემატებოდეს 300 გრამს. დაწყებითი კლასის მოსწავლის ჩანთა კი 3 კილოს არ უნდა აღემატებოდეს.

„შეიძლება ჩვენ დავადგინოთ სტანდარტი, მაგრამ შესაძლოა მშობელმა მოსწავლეს ისე დაუტვირთოს ჩანთა ან ისეთი მძიმე ჩანთა უყიდოს, რომ სტანდარტი დაცვა ვერ მოხერხდეს. ხაზგასასმელია ის, რომ ჩანთის წონა მხოლოდ წიგნის წონისგან არ შედგება და მშობელმაც უნდა იზრუნოს, რომ ის არ იყოს მძიმე. სამინისტრო მხოლოდ წიგნის წონასთან მიმართებით აწესებს რეგულაციებს. როცა სტანდარტი დადგინება, სკოლასაც მოუწევს ამ რეგულაციების მხედველობაში მიღება. მას მოუწევს საგაკვეთილო ცხრილის ისე შედგენა, რომ მოსწავლეს ერთად 6 წიგნის ტარება არ მოუწიოს“, - განუცხადა „ლიბერალს“ ნანა კილოსანიამ.

რამდენიმე თვის წინ მშობელმა აღნიშნულ თემაზე პრემიერისა და პრეზიდენტის სახელზე პეტიცია მოამზადეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^