Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოკლულის მამის თქმით, მისი შვილი ბაზაზე მეგობრის სანახავად მივიდა

25 ოქტომბერი, 2016 17:36

კრწანისის ბაზაზე მოკლული გიორგი შენგელიას მამის თქმით, იმ პირებს ესაუბრა, რომლებიც შემთხვევის დროს მოკლულთან ერთად იმყოფებოდნენ. როგორც მან აღნიშნა, მისი შვილი ბაზაზე მეგობრის სანახავად მივიდა.

„ტყვია გარეთ ესროლეს, გარეთ იყო ბავშვი გასული. გადახტა ღობეზე, 20 მეტრის მანძილზეა მოკლული ბავშვი. როგორც აცხადებენ 90-100 მეტრის მანძილზე იპოვეს. 100 მეტრი კი არა 20 მეტრში ეგდო. რატომ არ ნახეს? 4 საათის განმავლობაში 20 მეტრში ვერ მოიძებნა ბავშვი" - ამბობს გიორგი შენგელიას მამა.

მისი თქმით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მისი შვილი ბაზაზე მეგობრის სანახავად მივიდა. 

„იქ გადასვლა-გადმოსვლა მოსულია თურმე. არ არის დაცული ბაზა, აბა როგორ უნდა გადავიდნენ ბავშვები. ხომ უნდა იყოს დაცული. კამერები არ მუშაობს, არაფერი არ მუშაობს, იციან ბავშვებმა და ხტებიან იქეთაც და აქეთაც. სამნი იყვნენ, მეორე შვილი მე არც ვიცი სად არის და თვითონ ეძებენ და მოძებნონ. მეორე შვილთან რა უნდათ, ვინც იყვნენ, ისინი მოძებნონ. სამნი ხომ იყვნენ, ორი იყო ერთ მხარეს გაჩერებული, ერთი, ჩემი გიგა მეორე მხარეს. გიგასთან ჰქონდა მას მხედველობა გამახვილებული და გიგას უთქვამს ქართველები ვართ ბიჭო და ნუ მესვრიო და ამის მერე გადახტა გიგა ღობეზე და 20-25  მეტრი, მაქსიმუმ 30 და მერე მოხდა ორი გასროლა" - ამბობს შენგელია.

მისი თქმით, მის შვილს პოსტზე მეგობარი უნდა დახვედროდა, თუმცა სხვა დახვდა. 

„საუბედუროდ ეს დახვდა. სხვა განზრახვა რა უნდა ჰქონოდათ, სამხედრო ბაზაა, ბანკი ხომ არ იყო საყაჩაღოდ რომ წასულიყვნენ. პროზექტურაში ჩემი ძმა და ჩემი ნათესავები რომ წავიდნენ ბავშვის ჩამოსასვენებლად ბავშვი არ იყო, ორი საათი სად ჰყავდათ“.- განაცხადა გიორგი შენგელიას მამამ „რუსთავი 2-თან" საუბარში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^