Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა: მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე ექსპერტიზის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას

25 ოქტომბერი, 2016 18:01

ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე ზაფხულში მომხდარი ავარიის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი, გიორგი ლომინაძე და მისი მეუღლე კი დაშავდნენ, ავტოტექნიკური ექსპერტიზაა დანიშნული. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

მთავარ პროკურატურაში ამბობენ,რომ სწორედ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მოხდება საქმეზე სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება.

„საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, თუ ვისი ბრალეულობით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება”, - აცხადებენ პროკურატურაში. 

2016 წლის, 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთ მანქანას მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა. მძიმე ავარიის დროს ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე დაიღუპნენ. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეც გარდაიცვალა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^