Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჯორჯიან მანგანეზის“ იურისტი კომერციული მოსყიდვის ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს

26 ოქტომბერი, 2016 11:28

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ იურისტი, მირიან ბიჭიკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, რითაც გარემოს მიადგა 350 მილიონ ლარზე მეტი ზიანი, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულ იქნა იურიდიული პირი შპს „ჯორჯიან მანგანეზი.“ აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე სასამართლო განხილვის პროცესში, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენისა და გარემოზე მიყენებული ზიანის განსაზღვრის მიზნით, სსიპ „გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტთან“ გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, საექსპერტო ჯგუფის წევრებთან უშუალო ურთიერთობა დაევალა შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ იურისტს, მირიან ბიჭიკაშვილს" - წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა,  ექსპერტიზის მსვლელობისას საექსპერტო დასკვნაში მათთვის სასურველი, ყალბი მონაცემების დაფიქსირების მიზნით, კომერციული მოსყიდვის გზით ექსპერტიზის განმახორციელებელ პირს გადასცა გარკვეული ოდენობის თანხა. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^