Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პატრიოტთა ალიანსი" ცესკოს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

26 ოქტომბერი, 2016 13:53

„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივნის, გოჩა თევდორაძის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია „პატრიოტთა ალიანსს“ დისკრიმინაციულად მოექცა, როცა პარტიას მხოლოდ 6 მანდატი მიანიჭა.

მისი თქმით, 17 მანდატი, რომელიც 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიებისგან დარჩა, ბარიერგადალახულ სამივე პარტიაზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

„17 მანდატი ამ სამ პარტიაზე რომ გავანაწილოთ თანაბრად, 6 შეხვდება „ქართულ ოცნებას“, 6 – „ნაციონალურ მოძრაობას“ და 5 – „ პატრიოტთა ალიანსს“. 3 მანდატი თუ უკვე გვქონდა და  დამატებით 5 შეგვხვდება, ეს ხომ უკვე 6-ზე მეტია? მაგრამ ცესკომ მხოლოდ 6 მანდატი შეგვახვედრა და დანარჩენ ორ ბარიერგადალახულ პარტიას 7-7 გაუნაწილა“ - ამბობს თევდორაძე.

იგი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. კერძოდ, საარჩევნო კოდქსის 125-ე მუხლის მე-8 პუნქტი ადგენს, რომ თუკი პარტიის მანდატების 6-დე შევსების შემდეგ „კიდევ დარჩა გადაუნაწილებელი მანდატები, ისინი გადასანაწილებელი მანდატების ამოწურვამდე რიგრიგობით გადანაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა“.

თევდორაძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსის ეს მუხლი კონსტიტუციის მე-14 მუხლს ეწინააღმდეგება.

კონსტიტუციის 14-ე მუხლის მიხედვით „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა , კანის ფერისა , ენისა , სქესისა , რელიგიისა , პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა , ეროვნული , ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა , წარმოშობისა , ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა , საცხოვრებელი ადგილისა“.

რაც შეეხება მანდატების განაწილების წესს - კონსტიტუცია ადგენს, რომ „იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების შემდეგ დააგროვებენ იმაზე ნაკლები რაოდენობის მანდატებს, ვიდრე საჭიროა საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის, მანდატები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეევსებათ ფრაქციის შექმნისათვის საჭირო მინიმალურ რაოდენობამდე. მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით“.

შეგახსენებთ, რომ პარტიამ ცესკოს წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. პროცესი ხვალ 11 საათზეა ჩანიშნული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^