Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NATO-ს წევრი 6 სახელმწიფო მზადაა, შავი ზღვის რეგიონში ძალები გაგზავნოს

27 ოქტომბერი, 2016 11:45

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს წევრი 6 სახელმწიფო მზად არის, შავი ზღვის რეგიონში სახმელეთო, საზღავო და საჰაერო ძალები გაგზავნოს. 

„დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ  NATO-ს ყოფნის გაძლიერებაში შავი ზღვის რეგიონში. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, გააძლიეროს სამხედრო ძალები შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის, ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში. ეს ქვეყნები არიან: კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და აშშ. ვფიქრობ, NATO-ს წევრი სხვა სახელმწიფოები ასევე განიხილავენ, რა გზით შემოუერთდებიან“. - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, შემაშფოთებელია რუსეთის ქმედებები, ვინაიდან ის ზრდის სამხედრო ძალებს და ახდენს მის მოდერნიზაციას ამ რეგიონში.  თუმცა აღნიშნავს , რომ აუცილებელია დიალოგი. ამიტომაც ალიანსი მზადაა დაგეგმოს შეხვედრა NATO-რუსეთის წარმომადგენელებს შორის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^