საქართველოს პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა, რომელთაგან 6 ქალია - ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საპატიმრო დაწესებულებას 114 პატიმარი დღესვე დატოვებს, დანარჩენებს კი სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდათ.