Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსამართლემ „პატრიოტთა ალიანსის" სარჩელი არ დააკმაყოფილა

27 ოქტომბერი, 2016 17:27

თბილისის საქალაქო სასამართლომ „პატრიოტთა ალიანსის" სარჩელი არ დააკმაყოფილა. პარტიამ სასამართლოში სარჩელი რამდენიმე დღის წინ შეიტანა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

„პატრიოტთა ალიანსი“ ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას მოითხოვს. „პატრიოტთა ალიანსს“ ცესკომ ექვსი სადეპუტატო მანდატი მიაკუთვნა. თუმცა, ისინი მიიჩნევენ, რომ მანდატების ამგვარი გადანაწილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მათი თქმით, პარტიას მეტი მანდატი ეკუთვნის, ვინაიდან 5%-იანი ბარიერის მიღმა დარჩენილი პარტიების მანდატები თანაბრად უნდა გადანაწილდეს პარლამენტში შესულ ყველა პარტიაზე.

„პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივნის, გოჩა თევდორაძის თქმით, ისინი გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, რადგან საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^