ბახტრიონზე წუხელ ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.
დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.