Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EP თურქეთს მტკიცებულების გარეშე დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

28 ოქტომბერი, 2016 11:24

ევროპარლამენტი თურქეთს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ჟურნალისტები, რომლებიც კრიმინალური აქტივობის აშკარა მტკიცებულების გარეშე არიან დაკავებულნი. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც დეპუტატებმა გუშინ მიიღეს. 

15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის მთავრობამ სულ მცირე 99 ჟურნალისტი დააკავა, 330-მდე ჟურნალისტს უფლებამოსილება შეუჩერა და 100-მდე მედიაორგანიზაცია დახურა, რის შედეგადაც 2 300-მდე ჟურნალისტი უმუშევარი დარჩა. 

„დაუშვებელია ჟურნალისტის დაკავება მათი საქმიანობის გამო" - ამბობენ დეპუტატები, რომლებიც მთავრობას უტყუარი მტკიცებულების გარეშე დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. 

„გადატრიალების მცდელობის შედეგად დაკავებულ ჟურნალისტებს არ ეძლევათ ადვოკატის ნახვის საშუალება და იმყოფებიან არაჰუმანურ პირობებში, სადაც ისინი არასათანადო მოპყრობისა და მუქარის ქვეშ არიან" - ამბობენ დეპუტატები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^