Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტონი ბლერი: ბრიტანეთმა Brexit-ზე რეფერენდუმის გამეორება არ უნდა გამორიცხოს

28 ოქტომბერი, 2016 13:24

ყოფილი პრემიერის, ტონი ბლერის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის ალტერნატივა არ უნდა გამორიცხოს, რაც, შესაძლოა, რეფერენდუმის ხელმეორედ გამართვასაც ნიშნავდეს. 

BBC-სთან საუბარში ბლერმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმის შედეგი კატასტროფაა და აუცილებელია იმ შედეგების კვლევა, რომლებიც შესაძლოა, Brexit-მა გამოიწვიოს. 

მისი თქმით, ივნისში გამართული რეფერენდუმის გადაწყვეტილება მისაღებია, თუმცა ბრიტანეთმა კიდევ ერთხელ უნდა შეხედოს პროცესს, როდესაც უკეთ ეცოდინება, თუ საით მიემართება. 

რეფერენდუმში, რომელიც ივნისში ჩატარდა, მოსახლეობის 51,9%-მა მხარი ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა. 

დეპუტატი UKIP-ის პარტიიდან, დუგლას კარსველი მიიჩნევს, რომ ბლერი რეფერენდუმის დელეგიტიმაციას ცდილობს. 

Brexit-ის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირიდან გასვლა ბრიტანეთს საერთაშორისო სავაჭრო ასპარეზზე უფრო თავისუფლად მოქმედებისა და მიგრაციის უკეთ კონტროლის საშუალებას მისცემს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^