Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სამართლიანმა არჩევნებმა" დარღვევებთან დაკავშირებით საოლქო კომისიებში 244 საჩივარი წარადგინა

28 ოქტომბერი, 2016 15:07

სამართლიანმა არჩევნებმა“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის, ხმის დათვლის პროცესისა და არჩევნების შემდგომ პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით  საოლქო საარჩევნო კომისიებში  სულ 244 საჩივარი წარადგინა. აქედან, 93 საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, 40 დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 90 არ დაკმაყოფილდა და 20 საჩივარი არ განიხილეს (1 საჩივარი ჯერ არ განხილულა). 

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, საჩივრების უმეტესობაში დაყენებული იყო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების პასუხისმგებლობის საკითხი მათ მიერ მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო. 4 შემთხვევაში მოთხოვნილი იყო კენჭისყრის შედეგების ბათილობა, მათ შორის, ზუგდიდის #66 მაჟორიტარული ოლქის #79 და #38 უბნებზე. „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი, ასევე, მარნეულის #35 მაჟორიტარული ოლქის #34 უბნის პროპორციული კენჭისყრის შედეგები და გლდანის #21 მაჟორიტარული ოლქის #54 უბნის მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგები.

ორმოცდაერთ შემთხვევაში საჩივრების მოთხოვნას წარმოადგენდა შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და კენჭისყრის შედეგების გადასინჯვა. აღნიშნული მოთხოვნები წამოაყენეს ძირითადად ისეთ შემთხვევებში, რა დროსაც შემაჯამებელ ოქმში გვხვდება გადასწორებული მონაცემები, არ დგება ბალანსი, კერძოდ, სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აღმატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას. 

წარდგენილი საჩივრებიდან 91 ეხება შემაჯამებელი ოქმების არასათანადოდ შევსებას, როდესაც ოქმში არასწორადაა ან საერთოდ არაა მითითებული სათანადო რეკვიზიტი, მაგალითად, ოქმის შედგენის თარიღი და დრო, კომისიის ბეჭდის ნომერი და სხვა; 24 საჩივარი ეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც შემაჯამებელ ოქმებში არ დგება ბალანსი, კერძოდ, სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აღმატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას, ხოლო 18 საჩივარი შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების გადაკეთებას/გადასწორებას. 

„სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, მეორე ტურის კენჭრისყრის დღეს და მის შემდეგ წარდგენილი საჩივრების განხილვისას გაითვალისწინოს გამოვლენილი პრობლემები და გასწიოს ძალისხმევა მათი აღმოფხვრის მიზნით. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^