Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიხეილ მაჭავარიანი: „ვიღებ პოლიტიკურ ტაიმაუტს“

28 ოქტომბერი, 2016 16:21

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მიხეილ მაჭავარიანი პოლიტიკურ ტაიმაუტს იღებს. მაჭავარიანის თქმით, ის პოლიტიკური საქმიანობისგან შეისვენებს, მაგრამ პარტიის წევრად და აქტიურ მხარდამჭერად დარჩება.  

„ვიღებ პოლიტიკურ ტაიმაუტს, თუნდაც, რომ მომიწიოს შესვლა პარლამენტში, ვერ ვხედავ რესურსს ის საქმე გავაკეთო, რაც მე მაინტერესებს. ეს პარლამენტი ეკონომიკაში არაფერს შეცვლის. რა ეკონომიკური საკითხებიც არ უნდა წამოგვეწია, გვპასუხობდნენ, რა დროს ეკონომიკაა, ყველაფერი კარგად არისო. 27 ადამიანი შედის ჩვენგან პარლამენტში, ვიბრძვით მაჟორიტარებისთვის და თუ მოგვიწია კიდევ შესვლა, უმჯობესია, ახალი ადამიანები შევიდნენ, ვისაც მეტი გამოწვევა ექნება. პარტიულ თანამდებობაზე არც ვარ. რაღაც საკითხებზე ვიქნები აქტიური, გავაქტიურდები „ფეისბუქზეც”. შესაძლოა, პარტიის სახელით აღარ გავაკეთოთ ბრიფინგები, თუმცა დავეხმარები და მხარს დავუჭერ, რადგან ძალიან კარგი ხალხია ამ პარტიაში და ერთი მსოფლმხედველობა გვაქვს”, - განუცხადა მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსს“ 

მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე მისთვის პოლიტიკური საქმიანობა საინტერესო არ იქნება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^