Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დემურ სტურუას დედა: არ მგონია, რომ გოდერძი თევზაძე მკვლელი იყოს

28 ოქტომბერი, 2016 17:21

რომ დავდივარ ყველგან, ყველაფერი მესმის, კითხვები მიჩნდება. არ მგონია, რომ გოდერძი [თევზაძე] მკვლელი იყოს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დემურ სტურიას დედა ნონა ჯოჯუა აცხადებს.

„მე იმის ეჭვიც მაქვს, ვიღაც, რომ დადის და მაშინებს, უკვე 5 ფაქტია დაფიქსირებული, გამოძიებაც დაიწყო, სადაა გამოძიება, რას აკეთებს ამდენი ხანი, რომ თუ ის [გოდერძი თევზაძე] მკვლელი არ არის, ნამდვილი მკვლელი რომ გარეთ დადის. შეიძლება არ არის ნამდვილად გოდერძი მკვლელი და გარეთ არის ის ნამდვილი მკვლელი... გოდერძისგან არ წარმომედგენინა, რომ ვიღაცა მომიგზავნა და მაშინებს“, - ამბობს  დემურ სტურუას დედა.

ნონა ჯოჯუა მოითხოვს, დაიკითხონ დემურ სტურუას საჯავახოელი მეგობრები.

როგორც „იმედთან“ დემურ სტურუას ბიცოლა, დარიკო ჯაში ამბობს, გარდაცვლილი წერილში „ტყიულად არავის არ მოიხსენიებდა“.

„დღეს ყველაფერი ხდება, მაგრამ რა ვიცი, ვინ დააშინა, რამ შეუცვალა ამ ქალს ასე ტვინი, მე არ ვიცი“, - აცხადებს ჯაში.

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, უტყუარად დასტურდება, რომ თვითმკვლელობამდე წერილი დემურ სტურუამ დაწერა. შოთაძის თქმით, გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით, გარდაცვლილის დედის ეჭვები უსაფუძვლოა.

„აღნიშნული განცხადება მოვისმინე მასმედიის საშუალებით. გამოძიება არ არის დასრულებული და ის გრძელდება. დემურ სტურუას საქმე ჯერ არის წინასწარი გამოძიების ეტაპზე. შესაბამისად, აუცილებლად მოხდება დაზარელებულის, უფლებამონაცვლის დაკითხვა მის მიერ დღეს საჯაროდ გაცხადებული ფაქტების ირგვლივ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ეს წერილი არ არის დაწერილი გარდაცვლილის მიერ, მინდა გითხრათ, რომ ამ საქმეზე ჩატარებულია ექსპერტიზა, რომლითაც უტყუარად დადგენილია, რომ ეს წერილი დაწერილია დემურ სტურუას მიერ", – ამბობს მთავარი პროკურორი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^