Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ISFED არჩევნების II ტურის წინ ფიზიკური დაპირისპირების და ზეწოლა-მუქარის ფაქტებზე საუბრობს

28 ოქტომბერი, 2016 18:41

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ  8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების II ტურის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. „სამართლიანი არჩევნები“ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს 38 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით ყველა იმ საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა, სადაც მეორე ტური დაინიშნა.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების - 2, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის - 8; სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების - 1, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის - 2 შემთხვევას. წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა 2 ფაქტი, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში იმყოფებოდნენ.

ანგარიშში ძირითადად საუბარია პოლიტიკური მოტივით სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებისა და აქტივისტების მიმართ ზეწოლა/მუქარის და დაშინების შემთხვევებზე, რაც წინასაარჩევნო კამპანიას ძალადობრივ ხასიათს სძენს. აღნიშნული ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დროულ და ეფექტურ რეაგირებას. 

ორგანიზაციის შეფასებით, მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდს ნეგატიური ფონი შეუქმნა ასევე 8 ოქტომბერს, ზუგდიდისა და მარნეულის საარჩევნო ოლქების 3 უბანზე მომხდარი ძალადობრივმა ფაქტებმა. სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან აღნიშნულ ფაქტებზე არაერთგვაროვანი რეაგირება აჩენს ეჭვებს ჩადენილი სამართალდარღვევების მიმართ შერჩევითი მიდგომების შესახებ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^