Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის ზოოპარკმა დაჭრილ არწივს უმკურნალა და ბუნებაში გაუშვა

28 ოქტომბერი, 2016 19:29

თბილისის ზოოპარკმა დაჭრილ არწივს უმკურნალა და გამოჯანმრთელების შემდეგ ბუნებაში გაუშვა.

თბილისის ზოოპარკში ამბობენ, რომ თავიდან არწივი წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა, კოორდინაციას კარგავდა, ვერც დგებოდა და არც ფრენა შეეძლო. ვეტექიმების დახმარების შემდეგ კი ის ნელ-ნელა გამოჯანმრთელდა და დედოფლისწყაროს რაიონში გაუშვეს.

„შევიფარეთ და ჩვენი ვეტექიმები საქმეს შეუდგნენ - ჭრილობის დამუშავება, ანტიბიოტიკები, ვიტამინები... თავიდან ხელით უწევდათ მისი გამოკვება. რამდენიმე დღეში დამშვიდდა, ცოტა მოღონიერდა და დამოუკიდებლად დაიწყო ჭამა. შემდეგ? ჯერ ფეხზე დადგა, მერე ხტუნვა დაიწყო, ნელ-ნელა ფრთებიც გაშალა და მალე ქანდარასაც შესწვდა. საკმარისად რომ მოყოჩაღდა უფრო დიდ ვოლიერში გადაიყვანეს და კონტაქტიც ნაკლებად ჰქონდათ, რომ ადამიანებს გადაჩვეოდა. და აი, 2 თვის წვალების შემდეგ ამ უსიმპათიურესი არსების ბუნებაში დაბრუნების დროც დადგა. SABUKO - Society for Nature Conservation-ის წევრებთან ერთად ჩვენმა ბიჭებმა დედოფლისწყაროს რაიონში გაუშვეს", - ამბობენ თბილისის ზოოპარკში.

მათი თქმით, ბექობის არწივი საერთაშორისო და საქართველოს წითელ ნუსხაშია შეყვანილი, როგორც მოწყვლადი სახეობა. 

მსხვერპლად ქცეული მტაცებლები​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^