Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

IRI: საარჩევნო უბნებთან მობილიზებული ადამიანთა ჯგუფი ზეწოლის შთაბეჭდილებას ტოვებდა

28 ოქტომბერი, 2016 19:33

„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" (IRI) არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 9-21 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ IRI-ის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებთან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მოქალაქეების ჯგუფი შენიშნეს, რაც ამომრჩევლებზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ტოვებდა. 

„როდესაც დამკვირვებლები მათ მამართავდნენ, რა იყო მათი უბანთან ყოფნის მიზეზი, ისინი პასუხობდნენ, რომ უბრალოდ მეზობლები შეიკრიბნენ" - ნათქვამია ანგარიშში. 

IRI საარჩევნო ადმინისტრაციას შემდგომ რეკომენდაციებს სთავაზობს:

  • საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის გაზრდის მიზნით, საარჩევნო კომისიებმა მეტი უნდა იმუშაონ.
  • საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცედურების შესახებ ტრენინგის ხარისხი უნდა გააუმჯობესოს
  • პოლიტიკურმა პარტიებმა მშვიდობიანი და თანამშრომლობაზე ორიენტირებული საარჩევნო გარემო უნდა უზრუნველყონ
  • ოფიციალურმა პირებმა პატივი უნდა სცენ მათ საჯარო და პოლიტიკურ როლს შორის განსხვავებებს 
  • პოლიტიკურმა პარტიებმა ქალთა ინკლუზიურობის გასაზრდელად ნაბიჯები უნდა გადადგან
  • საარჩევნო საქმიანობის მიმართ სამარართალდამცავთა საქმიანობა მიუკერძოებელი და გამიჯნული უნდა იყოს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^